მამუკა ხაზარაძე მოძრაობა "ლელოს" 12 წევრს დაასახელებს

  • 18 სექტემბერი 09:27

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" 12 წევრის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი.

როგორც მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელო" პრეზენტაციის დროს განცხადა, რომ მისი დაფუძნებული მოძრაობა ყველა სფეროში 12 ლიდერს ეძებდა.


"მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია – 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაცს ლიდერს და 12 ქალს ლიდერს რაიონში, რადგან ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეულის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს.


112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ", – განაცხადა პრეზენტაციის დროს მამუკა ხაზარაძემ.