ზოდიაქოს რომელი ნიშნები ლიდერობენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში

  • newsreport.ge
  • 17 სექტემბერი 22:32

საინტერესოა, სტატისტიკურად, რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადება ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი?

ამის გასარკვევად, ბრიტანულმა ბიზნესრესურსმა, The UK Domain–მა ფორბსის მილიარდერთა განახლებული სია გააანალიზა. შედეგები სიის 250 წევრის დაბადების დღეების თარიღების ანალიზს ეფუძნება.


როგორც ირკვევა, მდიდრების ტოპ–სიაში ყველაზე მეტი სასწორია, ანუ 23 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე პერიოდში დაბადებული ადამიანები. სულ 250 კაციანი სიიდან 27 მილიარდერი სწორედ სასწორია.


ასტროლოგები ამას სულაც არ თვლიან გასაოცრად. სასწორის მმართველი პლანეტა– ვენერა ცნობილია არა მხოლოდ მისი სასიყვარულო ხიბლით, არამედ სიმდიდრის მიზიდვის უნარითაც. ეს არის წონასწორობის ნიშანი, ამიტომაც ფულთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას მისი წარმომადგენლები აწონ–დაწონვის შედეგად იღებენ. გარდა ამისა, სასწორების ხასიათი პრაქტიკულად გამორიცხავს იმპულსიურ საქციელს თუ შენაძენს. ისინი ყველაფერს დიდხანს იაზრებენ.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – მათ კოსმიურ რუკაზე მერვე სახლი, რომელიც ტრანსფორმაციას უკავშირდება კუროს მიერ იმართება და დაბადებასა და სიკვდილზეა პასუხისმგებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ სასწორებს უფრო მეტი შანსი აქვთ კარგი მემკვიდრეობა მიიღონ.


თუმცა ამ თეორიას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მაგალითად ფილოსოფიის დოქტორი, ასტროლოგი და მკვლევარი კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტიდან რაჯ ჩადხა, რომელიც ამტკიცებს, რომ მრავალი წელია მდიდარი ადამიანების ასტროლოგიურ მონაცემთა ბაზას აკეთებს და ვერ დაადასტურებს, რომ მილიარდერების უმრავლესობა სასწორები არიან. მისი აზრით შეუძლებელია თეორია მხოლოდ ერთ მონაცემზე – ოფიციალურ ზოდიაქოს ნიშანზე დააფუძნო. მისი აზრით ყველა პლანეტა ერთობლიობაში უნდა იქნას განხილული – მათი ფართობითი ძალა და ნატალურ რუკაში მდებარეობა. სწორედ ეს ინდივიდუალური თანწყობა ახდენს გავლენას ადამიანის ბედზე.


რეიტინგის კრიტიკოსებს კიდევ ერთი არგუმენტი აქვთ: ყველაზე მდიდარი ზოდიაქოს ნიშნების სიის ბოლოში აღმოჩნდნენ მშვილდოსანი და თხის რქა. (ფორბსის 250 კაციან სიაში 8 თხის რქა და 8 მშვილდოსანია). 

სრული ვერსიის ნახვა newsreport.ge