გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

  • 17 სექტემბერი 21:46

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე.


ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები ტიტუს კორლატეანი, კლოდ კერნი და ბას კლეინი პროკურატურაში განხორციელებული რეფორმების, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.


ასევე საუბარი შეეხო საქართველოს პროკურატურის მუშაობის სპეციფიკას, უწყების პრიორიტეტებს და პროკურატურის განვითარების სტრატეგიას.


შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.