პრინცესა შარლოტამ სკოლის მეგობრებს უთხრა რომ დედა ორსულად არის

  • 17 სექტემბერი 18:30

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქალიშვილმა, პრინცესა შარლოტამ სკოლის ამხანაგებს ოჯახის საიდუმლო გაუმხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიური ტაბლოიდური გამოცემა New Idea ავრცელებს.

პრინცესა შარლოტა მეგობრებს მოუყვა, რომ მისი დედა ორსულად არის და მალე დაიკო ეყოლება. ბავშვების საუბარი მასწავლებლის თანაშემწე გაიგო და ამის შესახებ მედიას აცნობა.


4 წლის შარლოტა მშობლებმა დაწყებით სკოლაში 5 სექტემბერს მიიყვანეს.