"გადარჩენის უნარი არ ითვალისწინებს ზრდილობას და მუდმივად ბოდიშის მოხდას" - სტივენ კინგი

  • fortuna.ge
  • 17 სექტემბერი 11:03

 „ჰორორის მეფედ“ წოდებული სტივენ კინგი დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ავტორად ითვლება. 

კინგმა 50-ზე მეტი რომანი და 200-მდე მოთხრობა შექმნა, მაგრამ თავის დროზე პრაქტიკულად გადარჩენისთვის იბრძოდა, რადგან რედაქტორები უარს ამბობდნენ მისი უცნაური ისტორიების გამოქვეყნებაზე.


სტივენ კინგის ცნობილი გამონათქვამები:


მინდა მოთმინება, რათა მივიღო ის, რისი შეცვლა არ შემიძლია, ნებისყოფა, რათა შევცვალო ის, რისი მიღება არ შემიძლია და ჭკუა, რომ ზედმეტად არაფერი ამივარდეს თავში.


გადარჩენის უნარი არ ითვალისწინებს ზრდილობას და მუდმივად ბოდიშის მოხდას.


თუ ტყუილში გამოგიჭირეს, ნუ მოგერიდება უკან დახევა და ნახევრად სიმართქლის თქმა.


ყოველთვის შეიძლება აწმყოს გაუმჯობესება წარსულის გააზრებით.


თუ შიშის სიტყვებით გადმოცემა არ შეიძლება, მაშინ ის უძლეველია.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge