ნახეთ, როგორ ებრძვის ერთმანეთს დაუნდობლად ვირთხა და გველი - ვიდეო

  • primetime.ge
  • 17 სექტემბერი 10:56, 2019 წელი

კენგურუსებრი ვირთხებისა და გველების სასტიკი ბრძოლა ამერიკელმა მეცნიერებმა ვიდეოზე აღბეჭდეს და გამოაქვეყნეს.

მათ კამერები დააყენეს ადგილზე, სადაც ამ სახეობის ვირთხები ცხოვრობდნენ და დააკვირდნენ მათ ქცევას. როგორც კადრებში კარგად ჩანს, ვირთხებს საოცარი რეაქცია აღმოჩნდათ, ისინი დიდი სისწრაფით ხტებიან ჰაერში და იცილებენ ქვეწარმავლების თავდასხმას.


როგორც ცნობილია, გველის რეაქცია 100 მილიწამს შეადგენს, გამოქვეყნებულმა კადრებმა კი ცხადყო, რომ კენგურუსებრი ვირთხების რეაქცია უფრო სწრაფია და ის 70 მილიწამს უდრის.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge