გორში 21-წლის ბიჭმა ცოლად მოიყვანა გოგო, რომლის ცემაც ბრალად ედებოდა

  • qartli.ge
  • 17 სექტემბერი 10:36

გორში 21-წლის ბიჭმა ცოლად მოიყვანა გოგო, რომლის ცემაც ბრალად ედებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. 

ახალგაზრდა მამაკაცს 20-წლის გოგონას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ედება ბრალი. გორის პოლიციის თანამშრომლებმა მის მიმართ გამოძიება 13 სექტემბერს 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყეს. ახალგაზრდა გოგონა სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანეს, თუმცა მიმღებიდან მალე გაწერეს.


,,ეს ბიჭი და გოგონა შეყვარებულები არიან. ბიჭიც მუშაობს და გოგოც. იმ საღამოს რატომღაც ტელეფონზე ვერ დაუკავშირდა გოგონას და ამაზე მოუვიდათ კამათი. მხოლოდ თმები მოწიწკნა, სხვა რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია" - აცხადებს ადვოკატი. 

სრული ვერსიის ნახვა qartli.ge