17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • sputnik-georgia.com
  • 17 სექტემბერი 09:55

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას.

 

ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.


ვერძი


მოტყუებისა და ილუზორული იმედების დღეა. შესაძლოა, რამე წამოგაცდევინონ, მაგრამ თქვენც უნდა მოერიდოთ ჭორაობას. ეგოისტებსა და აგრესორებს მოერიდეთ. არ გადაწყვიტოთ მნიშვნელოვანი საკითხები, არ ჩაერიო ჩხუბსა და კამათში, დაიკავეთ ლოდინის პოზიცია, თუ ვინმე ჩხუბში ჩართვის მიზნით თქვენს პროვოცირებას შეეცდება, ხმას არ აუწიოთ. მოკლედ, ეცადეთ, დღე მშვიდად გაატაროთ.


 


ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული


ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი


ემოციური მაჩვენებლები: დაბალი


კურო


კუროებისთვის რთული დღეა. ძალები ტყუილად არ დახარჯოთ. მიმოიხედეთ ირგვლივ - იქნებ, საკუთარმა თავმა და პირადმა იდეებმა ძალიან გაგიტაცათ და ამ დროს, რამე მნიშვნელოვანის მიღწევის შანსს უშვებთ ხელიდან. ურთიერთობებში სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ემოციებს ნუ აჰყვებით. მოსალოდნელია კამათი კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან, მაგრამ თუ მშვიდად იქნებით, საკუთარ მოსაზრებას მათ ყურამდე მიიტანთ. საღამოს ჯანმრთელობის მცირეოდენი პრობლემები შეიძლება გაჩნდეს.


ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული


ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი


ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული


ტყუპი


დღეს ძალზე წარუმატებელი დღეა. არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, შორეული მომავლის დაგეგმვა, სხვადასხვა ყოფითი საკითხის გადაწყვეტა. შესაძლოა, თქვენ მოტყუებას ან გაქურდვას შეეცადონ, ამიტომ მოერიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება. არ გარისკოთ და ყველაფერში ჭკუით იმოქმედეთ. უსიამოვნო ფიქრებისგან ხსნა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას შეუძლია.


ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი


ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო


ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული


კირჩხიბი


ცრუ იმედებისა და სასტიკი მოტყუებების დღეა. ის, თუ როგორ იმოქმედებთ დღეს, ეს თავის ანარეკლს დატოვებს თქვენს პირად ცხოვრებაზე. აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ნუ აჰყვებით ცდუნებებს. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს - მოსალოდნელია თავის ტკივილი, ქრონიკული დაავადებების გამწვავება. სამსახურში შესაძლებელია გაუგებრობები, მაგრამ სერიოზული - არა.


 


ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული


ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი


ემოციური მაჩვენებლები: საშუალო


ლომი


დღის დასაწყისი ხელსაყრელია. კარგი დროა სრულიად ახალი საქმის დასაწყებად. შესაძლოა, თავიდანვე კარგად არ გამოგივიდეთ საქმე, მაგრამ სიტუაციაში სწრაფად გაერკვევით. გექნებათ შესაძლებლობა, გაიცნოთ ფრიად საინტერესო და უჩვეულო ადამიანები. დღის მეორე ნახევარში მეტი სირთულეები და უამრავი საზრუნავი გელოდებათ. ძნელი იქნება ფინანსური დანაკარგების თავიდან აცილება. პირად ურთიერთობებში ზედმეტ გრძნობებს ნუ მისცემთ გასაქანს.


ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული


ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული


ემოციური მაჩვენებლები: მაღალი


ქალწული


დღეს ქალწულები ენერგიას თითქოს პირდაპირ კოსმოსიდან იღებთ. აპატიეთ მტრებს და გახსენით გულის კარი სიყვარულისთვის. ნუ იქნებით ძალზე თავდაჯერებული, ნუ ეცდებით მბრძანებლობას - ახლობელი ამან, შესაძლოა, გაანაწყენოს. აჯობებს, თუ მას საკუთარ სიყვარულს აგრძნობინებთ. კარგი დღეა ქველმოქმედებისთვის. ყურადღება გამოიჩინეთ უფროსი თაობის მიმართ.


ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება


ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული


ემოციური მაჩვენებლები: მაღალი


სასწორი


კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. დღეს მეორეხარისხოვანმა საქმეებმა თქვენი ყურადღება და ენერგია არ უნდა წაიღოს, ეცადეთ დღე უქმად არ დაკარგოთ - ამან, შესაძლოა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეარყიოს. დღის პირველ ნახევარში, დიდი ალბათობით, შეხვდებით საჭირო ადამიანს, რაც ბოლო დღეებში თქვენი საქმიანობის კარგი ფინალის საფუძველი გახდება.


 


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com