ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

  • pia.ge
  • 17 სექტემბერი 08:59

ისრაელში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 

 საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 30-ზე მეტი პარტია იბრძვის.


ისრაელის პრემიერის მთავარი მეტოქე ამ ეტაპზეც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ იქნება.


როგორც მედიასთან საუბარში ნეთანიაჰუმ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილსა და იორდანეს ველზე ისრაელის სუვერენიტეტი გავრცელდება.


იმისთვის, რომ მთავრობა ჩამოაყალიბონ საკანონმდებლო ორგანოს 61 მანდატია საჭირო. 


საარჩევნო უბნები 22:00 საათზე დაიხურება.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge