აკაკისეული, ორაზროვანი ლეგენდარული იუმორი - ოი, ამას ვენაცვალე!

  • თბილისელები
  • 16 სექტემბერი 22:51

აკაკისეულ ორაზროვან იუმორზე ლეგენდები დადიოდა, ამ საქმეში მას სწორი არ მოეძებნებოდა. დიდ მგოსანს შეფარული პოლიტიკური ტექსტებიც ჰქონდა დაწერილი, სადაც ფარულად ჩადებულ აზრს ყველა ვერ ამოიკითხავდა, განსაკუთრებით არაქართულენოვანი.

გავრცელებული ვერსიით, ლექსი – "გურული ნანინა" მგოსანმა ლალა გოგოლაშვილს მიუძღვნა. მასში ასეთი სტროფებია:


"ჯერ აკვანში ჩაკრული ხარ,
გასალტული და იწვალე!
გაიზრდები, სხვა იქნები,
ოი, ამას ვენაცვალე!"


ამ ლექსის პოლიტიკური ორაზროვნება კი ისაა, რომ 1905 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის დროს, იაპონელმა მარშალმა ოიამა ივაომ რუსულ ჯარს დიდი ზიანი მიაყენა და პატრიოტი ქართველი პოეტი ასე ოკუპანტის (რუსეთის) დამმარცხებელს ასხამს ხოტბას – ლექსის თითოეული სტროფი მთავრდება ფრაზით – "ოი, ამას ვენაცვალე".

წყარო: თბილისელები