ვინ არიან ბუნებრივი აირით დაღუპული დედა-შვილები - ფოტო

  • primetime.ge
  • 16 სექტემბერი 21:59

ზესტაფონში, ბუნებრივი აირით დაღუპული 25 წლის ქალი, მირანდა სხილაძეა. ახალგაზრდა ქალი ბინაში ერთი თვის წინ ქირით გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის მეუღლესთან გაშორებული იყო და მცირეწლოვან შვილებთან, ორი წლის დამიანესთან და ოთხი წლის ლილესთან ერთად მარტო ცხოვრობდა.


 


ადგილზე პოლიცია და „სოკარ გაზის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით,  ბინაში არსებული გამათბობლის შემოწმება ჯერ არ მომხდარა და ოფიციალურ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებენ.





 


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge