სააკაშვილი: "გული მართლაც გახეთქვაზე მაქვს სამშობლოს ვკარგავ"

  • fortuna.ge
  • 16 სექტემბერი 21:48

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ახალგაზრდები სტუმრობდნენ.

სააკაშვილმა საქართველოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი და ის უმაგრესი და წარმატებული ქვეყანა იქნება მსოფლიოში.


„უკრაინაში კარგად ვართ, კარგს ვსვამთ, კარგს ვჭამთ, შეიძლება კარგად მოვილხინოთ და ყველაფერი, მაგრამ გული მართლაც გახეთქვაზე მაქვს. გუშინ ყველა მეკითხებოდა, რატომ ხარ მოწყენილიო, რატომ ვარ და სამშობლოს ვკარგავ. საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი. ზუსტად ვიცი, რომ იქნება უმაგრესი და წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში. არ უნდა წამოვეგოთ არც ერთ პროვოკაციას, უნდა ვიყოთ მშვიდები. რუსეთს არ უნდა მივცეთ სამხედრო ჩარევის საბაბი და არც მით უმეტეს, სუვერენიტეტის გაუქმების. რუსეთმა რაც ვერ შეძლო 2008 წელს, აკეთებს 2019 წელს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge