დედა და ორი შვილი ზესტაფონში ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა

  • 16 სექტემბერი 19:02

უბედური შენთხვევა მოხდა ზესტაფონში. ახალგაზრდა გოგონა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სავარაუდოდ ბუნებრივი აირით გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ს 240​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.