სიყვარულის ათი წესი

  • თბილისელები
  • 16 სექტემბერი 14:16, 2019 წელი

1. დაიწყეთ იმით, რომ დაივიწყეთ მოძველებული აზრი – თითქოს სიყვარული უბრალო რამეა.

მართალია, სიყვარული მისტიკა არ არის, მაგრამ არც ძალიან გააუბრალოოთ. სიყვარული გადარჩენის უძველესი და გამოცდილი ხერხია. ბევრად ბედნიერი, ჯანმრთელი, მშვიდი იქნებით, თუ საყვარელ ადამიანთან დიდ დროს გაატარებთ. ჩვენ არ ვართ ისე მოწყობილნი, რომ მხოლოდ საკუთარი თავი გვეყოს ბედნიერებისთვის.


2. როდესაც გაღიზიანებული ხართ ან შფოთავთ, უთხარით ამის შესახებ თქვენს პარტნიორს გაუზიარეთ ემოციები და სთხოვეთ დახმარება მათ „დალაგებაში“. საყვარელი ადამიანის ხელის მოკიდებასაც კი შეუძლია დაგამშვიდოთ და შიშები გაგიქროთ.


3. გაუზიარეთ საყვარელ ადამიანს – როდის ხართ მასთან ყველაზე მეტად კმაყოფილი, განიცდით თუ არა მარტოობას, ჩვენი ტვინი ამ ყველაფერს მტკივნეულად აღიქვამს. უმჯობესია, წყენაც გარკვეული იყოს და სიხარულიც.


4. ჩხუბის, კამათის დროს, სანამ გაავებული რამეს იტყოდეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და ეცადეთ, ამ დროს თქვენი თავი სხვისი თვალით დაინახოთ. სცადეთ, ძალიან ეფექტურია.


5. ორივემ გაიხსენეთ რამე სასიხარულო მოვლენა თქვენს ცხოვრებაში. ისაუბრეთ იმაზე, თუ რა იწვევს თქვენს დადებით ემოციებს.


6. მოიწყვეთ მშვიდი საღამოები, მოდუნდით და ილაპარაკეთ თქვენს სიყვარულზე, იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხართ ერთმანეთისთვის ელაპარაკეთ პირდაპირ, ქარაგმების გარეშე.


7. გახსოვდეთ, ემოციური ტრავმა ურთიერთობებისთვის ძალიან საზიანოა. ნუ ატკენთ გულს საყვარელ ადამიანს, რადგან თქვენ მისთვის ყველაფერი ხართ, გენდობათ და მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული და ნებისმიერი წყენა მას შეიძლება, ტრავმად ექცეს.


8. ისაუბრეთ ემოციებთან გამკლავების მეთოდებზე, ეს შეიძლება იყოს მუსიკა, გასეირნება, მოგზაურობა, საყვარელი ფილმი თუ წიგნი. ასე წინასწარ გეცოდინებათ პარტნიორის სურვილები, რაც ძალიან დაგეხმარებათ ჰარმონიული ურთიერთობის შექმნასა და შენარჩუნებაში.


9. მოუყევით ერთმანეთს თქვენს სამომავლო მიზნებზე. როდესაც ვინმეს მხარდაჭერას ვგრძნობთ, უფრო თავდაჯერებულები და გაბედულები ვხდებით. ჩვენს მიზნებს უფრო მარტივად ვაღწევთ და იმედგაცრუებაც ნაკლებად გვაშინებს.


10. პატივი ეცით თქვენს ურთიერთობას. შექმენით პატარა რიტუალები თქვენი სიყვარულის აღსანიშნავად, თუნდაც, კოცნა დილით, სახლიდან გასვლისას ან რამდენიმეწუთიანი გულითადი საუბარი საღამოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ დროს პრობლემებზე ფიქრი ან სხვა რამეზე ყურადღების გადატანა აკრძალულია!

წყარო: თბილისელები