სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

  • pia.ge
  • 16 სექტემბერი 10:02

დღეს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყო.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.


მათივე ცნობით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) მხოლოდ ორი კვირით გადაიწია.


ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.
აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს

სრული ვერსიის ნახვა pia.ge