კახეთში ავარიისას ორი ახალგაზრდა დაშავდა

  • pia.ge
  • 13 სექტემბერი 21:39

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულია 2 მამაკაცი.

თვითმხილველების ინფორმაციით, ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც, ხეს შეეჯახა და ამობრუნდა.


დაშავდა მანქანაში მყოფი მძღოლი და მგზავრი.


ისინი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.


ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.


ავარიის ერთ- ერთ სავარაუდო მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge