"აღარ ვიცი, რა გავაკეთო, მეუბნებიან, მიიღე ცხინვალის „მოქალაქეობა” და აქაური პენსია დაგენიშნებაო" - 88 წლის მოხუცი მავთულხართების სოფლიდან

  • primetimenews.ge
  • 13 სექტემბერი 21:09

დიდ ხურვალეთში მავთულხლართების მიღმა მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს ბარიერების გამო შექმნილ პრობლემებზე ესაუბრა და დახმარება სთხოვა. 

„88 წლის კაცი ვარ, ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო. აღარ ვიცი, რა გავაკეთო, ლარზე პურსაც კი ვერ ვყიდულობ ამ ტერიტორიაზე. მეუბნებიან, მიიღე ცხინვალის „მოქალაქეობა” და აქაური პენსია ჩვეულებრივ დაგენიშნებაო. ამდენი წელი საქართველოში ვცხოვრობ და ახლა ცხინვალის “მოქალაქეობა” როგორ მივიღო? სახლში მოხუცი ავადმყოფი მეუღლე მყავს, ვეხვეწები, რომ საშუალება მომცენ გორში წავიყვანო ექიმთან, მაგრამ არც ამის უფლებას მაძლევენ.


მეუბნებიან, ცხინვალში ან ლენინგორში წაიყვანე საავადმყოფოშიო. ამ მთებზე როგორ ვატარო ავადმყოფი ქალი, შესაძლოა, გზაში დაემართოს რამე. გორი კი აქვეა, მაგრამ ამ მავთულხლართების იქით არ გვიშვებენ. აქ ბევრი დელეგაცია მოდის, მელაპარაკებიან, ვუყვები ჩემს მდგომარეობას, მაგრამ არაფერი იცვლება. იქნებ, დაგვეხმაროთ და რამის გაკეთება შეძლოთ, რომ ეს ვითარება შეიცვალოს“,- მიმართა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge