სააკაშვილი: ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე

  • 12 სექტემბერი 17:33

საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას Facebook-ზე გამოეხმაურა და პრეზენტაციას „კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება“ უწოდა.

„ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ "ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელია და უნდა გავარღვიოთ. თურმე ხაზარაძემ და ამ კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრ, ფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა უნდა გაარღვიონ ეს წრე, ხაზარაძემ უკვე გაარღვია ეს წრე",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


სააკაშვილის თქმით, საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითრებას მევახშეებისა და "კრიალოსნიანი ბიჭების" გარეშე.


"საქართველოში იქნება ლაზიკის პორტი, საქართველოში უნდა გათენდეს",-განაცხადა სააკაშვილმა.