ევროპის ჩემპიონატს პირველივე დღეს ორი ქართველი გამოეთიშა

  • imedinews.ge
  • 12 სექტემბერი 16:54

ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემიონატი ფინეთში დაიწყო, რომელშიც საქართველოც მონაწილეობდა.  საქართველოდან კაცთა  და ქალთა ახალგაზრდული ნაკრები ტურნირზე 10 სექტემბერს გაემგზავრა.

პირველივე დღეს ლუკა კაპანაძე იღებდა მონაწილეობას, მისი მეტოქე პორტუგალიელი ბრუნო ბაროსი იყო. ლუკამ მარტივად დაამარცხა პორტუგალიელი მეტოქე და ფინალშიც 1/8-ით გავიდა, სადაც მისი მეტოქე მოლდოველი - ადილ ოსმანოვი იყო. ლუკამ მოლდოველი მეტოქე ვერ დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.

ასევე პირველივე დღეს ტურნირს ნატალია ყიფშიძე გამოეთიშა. მისი მეტოქე რუსი ალინა სერგეევა იყო.

ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის ქალაქ ვანტააში 12-15 სექტემბერს ჩათვლით გაიმართება.  

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge