"კარგი ისტორიაც მაქვს ქართველებზე ... " - რას წერს გურამ შეროზია

  • 12 სექტემბერი 14:08

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს. 

"კარგი ისტორიაც მაქვს ქართველებზე


მოკლედ, წამოსვლის დღეა, სახლში მეტროთი წასვლა გადავწყვიტეთ, ქეში (ნაღდი ფული) მხოლოდ აეროპორტის ავტობუსის სამყოფი დავიტოვეთ, რაკი მეტროს ბილეთს აწერია 100 წუთი და წასვლა-წამოსვლასაც ვასწრებთ.


ავვარდით სახლში, ვიწვით დროში, ჩამოვვარდით მეტროში და ჰოპ, 100 წუთი ავტობუსზეა თურმე და მეტროში მეტად აღარ გამოდგება ბილეთები. მივვარდი აპარატთან, მაგრამ გუშინ ბარათით ვერ გადავიხადე და თანხის დასაშლელად დავრბოდი - ეგეც გამახსენდა, მოკლედ წარმოვიდგინე, როგორ ვაგვიანებ აეროპორტში, სახეზეც ალბათ გიჟს ვგავარ და...


ამავე აპარატებთან ორი ლამაზი და სასიამოვნო გოგო მხვდება. ჩვენც ქართველები ვართ და გიცნობთ - მიღიმიან. აი გვაქვს ზედმეტი ორი ბილეთი (მთელი სამი ევრო, ანუ 10 ლარი ღირს ორი ბილეთი, ანუ 20 თეთრის ჩუქებაც არ არის). მორცხვად გამოვართვით და წამოვედით.


გზად მეტროშიც შევხვდით და საუბარიც მოვასწარით. მოკლედ, "იტალიელი" ქართველები სულ სხვანაირად სასიამოვნო და კარგი ხალხი აღმოჩნდა, ყველა. გამიხარდა, რომ აქ მაინც არ გვარცხვენენ და პირიქით, კარგი სახელი გვექნება. მადლობა კიდევ ერთხელ", - აღნიშნავს შეროზია.