მიხეილ ცაგარელი გირჩევთ - 12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • fortuna.ge
  • 12 სექტემბერი 13:10

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, რთლი დღეა. 

გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა არ წამოეგოთ გარშემომყოფთა პროვიკაციას, არ აჰყვეთ ჭორებს და ინტრიგებს.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის, რეფორმატორული და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად და ბინის შესაცვლელად.


ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მაღალია, საკვებით და ალკოჰოლით მოწამვლის ალბათობა, ამიტომ მაქსიმალურად შეამოწმეთ პროდუქტის ვარგისიანობა. გაუფრთხილდით ნერვულ და ლიმფურ სისტემას, ფეხის კუნთებს და თვალებს.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge