ტრამპი ელექტრო სიგარეტის წინააღმდეგ - ახალი კანონი ამერიკაში

  • 12 სექტემბერი 12:06

ტრამპის ადმინისტრაციამ არომატიზებული ელექტროსიგარეტის აკრძალვის გეგმის შესახებ განაცხადა.

ჯანდაცვის სამსახურის მდივანმა ალექს აზარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპთან შეთანხმებით შესაბამის დოკუმენტზე მუშაობენ. მისივე თქმით, კომპანიებისთვის არომატიზებული ელექტროსიგარეტის გაყიდვაზე გარკვეული პირობები იმოქმედებს, თუმცა ჯერჯერობით ეს განხილვის საგანია. 


აშშ-ის პრეზიდენტი და ამერიკელი მაღალჩინოსნები შეშფოთებას გამოხატავენ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც არომატიზებული პროდუქტისგან ბავშვებში ნიკოტინის მიმართ დამოკიდებულებას იწვევს.


ეს იქნება ამერიკის მთავრობის მიერ დაანონსებული ყველაზე მასშტაბური გეგმა ამ პროდუქტის აკრძალვასთან დაკავშირებით.


სავარაუდოდ ელექტროსიგარეტის  პირველი მსხვერპლი ილინოისის შტატიდან იყო და ის აგვისტოში გარდაიცვალა


ცოტა ხნის წინ მიჩიგანში არომატიზებული ელექტროსიგარეტი აიკრძალა.