"ოთახნახევრიანი ბინა საკუთარი თავისთვის ვერ ვიყიდე" - ნიკა გვარამია

  • 12 სექტემბერი 00:27

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ნანუკა ჟორჟოლიანის ახალ გადაცემაში ამბობს, რომ მან ვერ მოახერხა ოთახნახევრიანი ბინის ყიდვა. 

"შენ რა გინდოდა, "რუსთავი 2 "- დან რომ წამოვედით მზად დაგხვედროდა ტელევიზია ? ოთახნახევრიანი ბინა საკუთარი თავისთვის ვერ ვიყიდე და ახალი ტელევიზიისთვის როგორ მექნებოდა",- უთხრა გვარამიამ ჟორჟოლიანს. 


როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის არ მუშაობს დაგეგმილად. 


ნიკა გვარამიამ ჟორჟოლიანის ახალ გადაცემაში "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.