ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად ბაჰამებზე 2 500 ადამიანი დაკარგულად ითვლება

  • imedinews.ge
  • 11 სექტემბერი 23:46

ბაჰამის კუნძულების ავარიული სამსახურების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარიშხალ „დორიანის“ შემდეგ დაკარგულად 2 500 ადამიანი ითვლება.

BBC-ის ცნობით, ამ სტატისტიკის საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ დაღუპულთ რიცხვი გაიზრდება. გამოცემა წერს, რომ ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 50 ადამიანი იმსხვერპლა. 


ბაჰამელების 17% უსახლკაროდ დარჩა, - წერს CNN. კერძოდ, ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად 70,000-მდე ადამიანმა თითქმის ყველაფერი დაკარგა. დანარჩენები, რომლებიც ქარიშხლის შემდეგ კუნძულსა და საკუთარ სახლებში მაინც რჩებიან, უსაფრთხოდ არ არიან. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge