ანაკლიაში, ხვალ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართება

  • pia.ge
  • 11 სექტემბერი 16:40

ხვალ, 12 სექტემბერს მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ ორგანიზაციას აფუძნებს და პრეზენტაციას ანაკლიაში გამართავს. ინფორმაცია „პირველს“ მოძრაობაში დაუდასტურეს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა მიმდინარე წლის ზაფხულში დააანონსა. ამის მიზეზად კი ხაზარაძემ განმარტა, რომ „ ქვეყანაში ახლა მიმდინარე პროცესები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა“.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge