დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მიმართავს

  • primetime.ge
  • 11 სექტემბერი 15:11

2019 წელს საქართველოში წითელას 3 910 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ორი ლეტალურად დასრულდა.

თუ სკოლაში შემსვლელი ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, მიიყვანონ ბავშვი პოლიკლინიკაში და აცრან“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.


მისი ინფორმაციით, გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბავშვებში დაფიქსირდა და არც ერთ მათგანს აცრა არ ჰქონდა გაკეთებული.


„წითელას ეპიდაფეთქება დამშვიდებისკენ წამოვიდა უკვე სამი თვეა და მეტი, დღევანდელი მონაცემებით, ერთეული შემთხვევები გვაქვს კვირაში, მაგრამ მაინც არის. ეს ვერ შეედრება იმას, რაც გვქონდა იანვარში, თებერვალში, მარტში, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო ე.წ. იმუნური ფენა მაინც დაბალი რჩება მიუხედავად იმისა, რომ წელს 150 ათასი დამატებით ავცერით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას მოუწოდებს, ბავშვის აცრების კალენდარი გადაამოწმონ და თუ სკოლაში შესვლამდე ორჯერ არ აქვს წითელას აცრა გაკეთებული, აცრან.




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge