"სოფლელობა პროვინციაში დაბადება ჰგონიათ და ..." - რას წერს პეტრე კოლხი ?

  • 11 სექტემბერი 14:10

"დაუსრულებლად მსჯელობენ წიგნზე, რომელიც არ წაუკითხავთ... გიყვებიან ქალაქზე, თვალით რომ არ უნახავთ", - ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს. 

"ისეთი ამინდია, თავზე ხელს რომ აგაღებინებს და საკუთარ თავთან დარჩენას გაიძულებს... ამ დროს ყველა ზედ(მეტია)... ისინიც, ვისაც ტვინს უჭამდი, რომ დროზე მოსულიყვნენ, ან საერთოდ არ წასულიყვნენ... უყურებ შენს მკლავებს, თითებს, მაჯებს და სულში სისხლი გეყინება... რამდენი ადამიანი გააცილე, რამდენს ელოდები... ან როდის მოვა ის... ვინც დაბადებიდან შენშია, მაგრამ ჯერ არ გინახავს, არ შეგხვედრია... უბრალოდ, იცი, რომ სადღაც არსებობს, როგორც მარადისობა, როგორც ღმერთი...
თუ შეცდომა ჭკუას გასწავლის, გამოდის, რომ თავი ვერ დააღწიე სიმარტივეს, სადაც ყველაფერი ერთი შეხედვით წესრიგშია, სადაც ერთმანეთს ესიყვარულებიან, უღიმიან, კოცნიან... სინამდვილეში ყალბი თამაშია, გაბზარული ნიღბების შეჯიბრი, რომლის მიღმა საშიში, მრისხანე და დაუნდობელი სახეები იმალება... ისინი ,,დამაჯერებლად" საუბრობენ სიკეთეზე, ერთგულებაზე, მაგრამ გამოხედვითაც გღალატობენ...
სხვების დასანახად მოსწონთ წვიმა, სმენიათ, რომ პოეტურია და იქნებ სადმე გამოადგეთ...
დაუსრულებლად მსჯელობენ წიგნზე, რომელიც არ წაუკითხავთ... გიყვებიან ქალაქზე, თვალით რომ არ უნახავთ...
ცხოვრობენ ტრაგიზმში და გიმტკიცებენ, რომ ბედნიერები არიან...
სოფლელობა პროვინციაში დაბადება ჰგონიათ და ყველაზე პრესტიჟულ უბანშიც რომ დაასახლო, პროვინციულ აზროვნებას ვერასდროს გასცდებიან...
წვიმას შეუშვერ ცრემლიან სახეს და ხელის ცეცებით მიარღვევ სიბნელეს... თან სულის ფსკერზე ყმუი-ნეტავ, როდის გათენდება", - წერს კოლხი.