როგორ შევარჩიოთ სასკოლო ჩანთა, რომ ხერხემლის გამრუდება თავიდან ავიცილოთ ?

  • sputnik-georgia.com
  • 11 სექტემბერი 13:44

სასკოლო სამზადისი უკვე აქტიურ ფაზაში შედის. 

მშობლები ცდილობენ ძირითადი ნივთები შეიძინონ - პენალი, საწერი კალმები, ფანქრები, რვეულები და რა თქმა უნდა, ჩანთა.
ერთი შეხედვით ძალიან მარტივია სასკოლო ჩანთის შერჩევა, თუმცა ეს არც ისე იოლია. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს.


რა უნდა ვიცოდეთ ზურგჩანთის ყიდვისას?


ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩანთას ჰქონდეს ორთოპედიული საზურგე, რომ ხერხემლის გამრუდებას არ შევუწყოთ ხელი. საზურგე აუცილებლად უნდა იყოს რბილი, რათა წიგნებით სავეს ჩანთამ, ხერხემლის არეში ტკივილი არ მიაყენოს მოზარდს.


ცარიელი ჩანთა 700-800 გრამზე მეტს არ უნდა იწონიდეს.


ჩანთა ყიდვამდე აუცილებლად მოარგეთ ბავშვს, რათა ზომა ბავშვის აღნაგობის შესაბამისი იყო. აუცილებლად შეამოწმეთ ჩანთის ღვედები. შეარჩიეთ ისეთი ჩანთა, რომლის ღვედებსაც ბავშვის ტანზე შესაბამისად მოარგებთ. თუ ზურგჩანთას დამატებითი ღვედები ექნება, ეს გაცილებით მარტივს გახდის მის ტარებას.


აუცილებელია სწორად შეარჩიოთ ჩანთის ფაქტურა. სასურველია ჩანთა, ბუნებრივი ნაჭრის და ამავდროულად, მყარი იყოს. ჩანთა ნივთების ჩადების შედეგად არ უნდა დეფორმირდებოდეს.


 







სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com