დავით სონღულაშვილი: ვულოცავ ყველა იმ ოჯახს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სახლს ელოდება, ახლა კი შესაძლებლობა მიეცა ახალი საცხოვრებელი მიიღოს, თანაც ახლო მომავალში

  • 11 სექტემბერი 13:07

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი თბილისის მერიასა და m2-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას ეხმაურება.

მისი თქმით, თბილისის მერიის მხრიდან მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათი ინტერესების გათვალისწინების ეს მაგალითი ადასტურებს, რომ სახელმწიფოს, მოსახლეობისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით პრაქტიკულად ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია:


“მსურს გამოვეხმაურო თბილისის მერიასა და m2-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას. თბილისის მერიის 6 თვიანი მუშაობის შედეგად, როგორც იქნა, მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანების სახლებს m2 ააშენებს:


• პირველ რიგში, ვულოცავ ყველა იმ ოჯახს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სახლს ელოდება, ახლა კი შესაძლებლობა მიეცა ახალი საცხოვრებელი მიიღოს, თანაც ახლო მომავალში.


• ამ საკითხზე მუშაობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და მოცულობითი იყო და საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაც კი გახდა საჭირო. შედეგად დაახლოებით კი 2500 ოჯახი თბილისში თავის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს მიიღებს.


• ამ შეთანხმებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თუ ყველა ერთად მოვინდომებთ შეუძლებელია არაფერია ჩემი აზრით, თბილისის მერიის მხრიდან მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათი ინტერესების გათვალისწინების ეს მაგალითი ადასტურებს, რომ სახელმწიფოს, მოსახლეობისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით პრაქტიკულად ყველა პრობლემის მოგვარება შეგვიძლია!“, - აცხადებს დავით სონღულაშვილი.


შეგახსენებთ რომ, თბილისის მერიასა და კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა. 


აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.


მშენებლობების დასრულების მიზნით m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).