"დავხედე ტელეფონს და თურმე სიჩქარეში ნოდარ ხადურისთვის მქონდა დარეკილი..." - რა ისტორიას იხსენებს ჟურნალისტი თელარა გელანტია

  • 11 სექტემბერი 12:41

ჟურნალისტი თელარა გელანტია ნოდარ ხადურთან დაკავშირებით, სახალისო ისტორიას იხსენებს:

"2015 თუ 2016 წელია. პარლამენტში EBRD-ის კონფერენცია იმართება.. თან ლარია გაუფასურებული. ჩავწერე ხადური.. გადაცემამდე წუთებია დარჩენილი და სწრაფად ვურეკავ პროდუსერს - "თამუნა, ხადურს ვაგორებ და მიიღე" (გადაგორება სატელევიზიო ტერმინია და გაგზავნას ნიშნავს).. უცებ კაცის ხმა მესმის - "რა თელარა"? "ხადურს ვაგორებ' - ვპასუხობ, თან ბიჭი თანამშრომელი მეგონა.. "თელარა გისმენთ" - ისევ მესმის ხმა. დავხედე ტელეფონს და თურმე სიჩქარეში ნოდარ ხადურისთვის მქონდა დარეკილი"


საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.