"ისევ დამებადა იმედი..."

  • 11 სექტემბერი 12:29

სოციალური ქსელის მომხმარებელი ფერეიდანში მცხოვრები ქართველების შთამომავალის საქართველოში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა:

1795 წლის 11 სექტემბერს კრწანისში 7000-მდე ქართველი და ორჯერ მეტი სპარსი დაეცა.
დავმარცხდით. საშინლად. ღალატით...
150 მდე ქართველი ჯარისკაცი გადაურჩა სიკვდილს....
15.000 ქრისტიანი კი ტყვედ გაირეკა შიშნაჭამმა და შურით გაავებულმა საჭურისმა, ირანში.
300 არაგველმა წაგებულ ომში გააზრებულად გაწირა თავი...
მეფე ერეკლე, ნაიარევი და ქანცგაწყვეტილი, ძალით გაიყვანეს ბრძოლის ველიდან. დიდხანს აღარც უცოცხლია დამარცხებულ პატარა-დიდ კახს...
თბილისი გაიძარცვა და გადაიბუგა...
ორსაუკუნეზე მეტი მოვიტოვეთ უკან.
წინ რა დავიტოვეთ...
დღეს რანი ვართ?
დღეს ვინ მოდის-დადის-დგას-ვაჭრობს თუ ცხოვრობს ტფილისის ქუჩების ასაოხრებლად
და გვეგულება მაინც 300 თავგანწირული მეომარი?..
ლომგულ სარდალზე აღარც ვოცნებობ...


P.S. გუშინ საქართველოში ფერეიდანში სხვა შაჰის, არანაკლები ამაოხრებლის მიერ ტყვედგარეკილი ათიათასობით ქართველის შთამომავალი დაბრუნდა და ქართულ მიწას მუხლმოდრეკილი დაეკონა...
ისევ დამებადა იმედი.
ისევ დაიბადება პატარა-დიდი ქართველი და წაგებული ომის ბედს შემოვატრიალებთ...
მანამდე კი, გვახსოვდეს ჩვენი ტკივილი...



ჩვენი წინაპრების თავგანწირვა არ გადავყაროთ წყალში...



საქართველოდან გაქცევაზე კი არ ვიფიქროთ, საქართველოს ფეხზე წამოყენებისთვის ვიღვაწოთ, ქართველნო!