ნეიმარს ბრაზილიის სასამართლომ გაუპატიურების ბრალდება მოუხსნა

  • 11 სექტემბერი 11:50

ბრაზილიის პოლიციამ ცნობილი ფეხბურთელის, ნეიმარის წინააღმდეგ გამოძიება ივლისის ბოლოს შეწყვიტა. სამართალდამცავებმა 27 წლის ფეხბურთელს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნეს წერს BBC.

გამომძიებლის თქმით, საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, მიიღეს გადაწყევტილება, რომ ბრალის წარდგენის რეკომენდაცია არ გასცენ. პროკურატურას საქმის შემდეგომ წარმოებაზე გადაწყვეტილების მისაღებად 15 დღე აქვს. 


ნეიმარი გაუპატიურებაში ბრაზილიელმა მოდელმა დაადანაშაულა. მისი თქმით, ფეხბურთელმა ქალი Instagram-ზე გაიცნო და პარიზში შეხვედრა შესთავაზა. მან ქალს ბრაზილიიდან საფრანგეთში გასამგზავრებელი ბილეთიც უყიდა და პარიზის ერთერთი სასტუმროს ნომერი დაჯავშნა.


ქალის თქმით, 15 მაისს სასტუმროში ფეხბურთელი ნასვამი მივიდა, საუბრის დროს აგრესიული გახდა და ძალის გამოყენებით, ქალის ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. ქალი ბრაზილიაში ორი დღის შემდეგ დაბრუნდა ისე, რომ საფრანგეთის პოლიციისთვის არაფერი შეუტყობინებია, რადგან "ემოციურად შეძრული იყო და ეშინოდა სხვა ქვეყანაში ფაქტების გამჟღავნების".


ფეხბურთელი  რიო დე ჟანეიროს პოლიციამ 7 ივნისს გამოკითხა. მან ბრალდება კატეგორიულად უარყო.