ვის ეკუთვნის მზე?

  • 11 სექტემბერი 11:08

ესპანელმა ქალბატონმა ანხელეს დურანმა მზის მფლობელად გამოაცხადა თავი.

მან გამოიყენა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, რომელიმე პლანეტაზე საკუთრების უფლება მოიპოვოს, მაგრამ კანონში არსად წერია, რომ ამის უფლება არა აქვს კერძო პირს.


ყოველივე ამის გათვალისწინებით მან შეიტანა განაცხადი ნოტარიუსში და "ოფიციალურად" მიიღო მზის მფლობელობის უფლება. როგორც ის ამბობს, იგი მალე გადასახადს დააწესებს მზის სხივების გამოყენებაზე!
როგორ აპირებს დურანი ამის გაკეთებას, უცნობია, მაგრამ მთელი შემოსავლის განაწილებას იგი ასე აპირებს: 50% - სახელმწიფოს, 20% - საპენსიო ფონდს, 10% - სამეცნიერო კვლევებს და 10% - პირადად მას.