"ასეთი მოპყრობა უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მიერ დაუშვებლად მიმაჩნია" - რას წერს ნინო ნადირაძე

  • 11 სექტემბერი 10:48

თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის მომხდარ  კამათს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე ეხმაურება:

"წარმოიდგინეთ, რომელიმე ამერიკელ კონგრესმენს ქართველი ამერიკაში ასევე რომ მოქცეოდა( ნებისმიერი ჩვენი პარლამენტარის მიმართ, ჩემი სიმპატია-ანტიპატიის მიუხედავად, ასეთი მოპყრობა უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მიერ დაუშვებლად მიმაჩნია! ამის უფლება მხოლოდ ჩვენ, საქართველოს ამომრჩევლებს გვაქვს ვაა!",-წერს ნინო ნადირაძე.