"რა არის აქ სალაპარაკო?! ადექი და აბორტი გაიკეთე" - ემოციური ისტორია

  • funtime.ge
  • 10 სექტემბერი 21:38

გოგომ გაუბედავი ხმით დაიწყო ტელეფონზე ლაპარაკი. გაგიმარჯოს, გიცანი, - ცივად გაისმა მეორე მხრიდან...

- იქნებ დავილაპარაკოთ? - თითქმის ჩურჩულით თქვა გოგომ.
- რა არის აქ სალაპარაკო?! ადექი და აბორტი გაიკეთე!
- არ შემიძლია.
- რატომ?
- ეს ხომ ჩვენი შვილია!
- მერე რა. მე ეგ არ მაინტერესებს. თანაც ახლა სხვასთან დავდივარ!


გოგომ ყელში მომდგარი ცრემლებისგან ხმა დაკარგა და ტელეფონი გათიშა.


 5 თვის შემდეგ...
- გოგონი, თუ შეიძლება, დაგეხმარებით?
- კარგს იზამთ. ძალიან დიდი მადლობა.
- ისე, თქვენი ქმარი სად არის?
- ის არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა!
- რა გქვიათ?


 5 წლის შემდეგ...
„აუ, ტვინი წაიღო რა... სახლში მისვლა შემაძულა! გამოსავალიც რომ არ ჩანს“, - ფიქრობდა სკვერში სკამზე ჩამომჯდარი ახალგაზრდა მამაკაცი.
უცებ მისი ყურადღება ორმა ბავშვმა მიიპყრო, რომლებიც იქვე დარბოდნენ. ეტყობოდათ, რომ ტყუპისცალები იყვნენ.
ნეტა, როგორ არის ჩემი შვილი? - ამოუტივტივდა მივიწყებული ამბავი.


- დედა! - ბავშვები მათკენ მომავალი ქალისკენ გაიქცნენ.
მამაკაცმა იმ მიმართულებით მიაბრუნა თავი და... ის დაინახა.


- გამარჯობა, - მამაკაცმა გაუბედავი ხმით დაიწყო ლაპარაკი.
- გაგიმარჯოს.
- ესენი ჩემი შვილები არიან?
- შენი შვილები არიან.


- მამა, მამა, - დაიყვირეს პატარებმა და მისკენ გამოიქცნენ.
მამაკაცს თითქოს სუნთქვა შეეკრა აქამდე უცნობი გრძნობისგან და ბედნიერებისგან...
პატარებმა კი გვერდით ჩაურბინეს და მისთვის უცნობ კაცს ჩამოეკიდნენ კისერზე.


- ძვირფასო, ვის ელაპარაკებოდი?
- გამვლელი იყო. მკითხა, სადმე ახლოს მაღაზია თუ არისო.


- ბიძია, მაღაზია მანდვეა, მოსახვევში. რამდენიმე ნაბიჯს თუ გადადგამთ, აუცილებლად დაინახავთ, - მიაძახა ერთ-ერთმა ტყუპისცალმა, რომელიც დედიკოს, მამიკოს და ძმას გვერდით მიჰყვებოდა.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge