"ბევრისგან ვისმენ გულისტკივილს" - რატომ ამატებს საკონცერტო დღეს ხატია ბუნიათიშვილი

  • newpost.ge
  • 8 სექტემბერი 00:47

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ 28 სექტემბერს მის კონცერტზე ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა, ამიტომ 29 სექტემბერს დამატებითი კონცერტი გაიმართება.

 


ბუნიათიშვილმა აღნიშნა, რომ 29 სექტემბერს კიდევ ერთი კონცერტი ჩატარდება, ხოლო ინფორმაციას ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი გაავრცელებს.


„ჩემო ძვირფასებო, თბილისის 28 სექტემბრის კონცერტის ბილეთები რამოდენიმე წუთში გაიყიდა და ბევრისგან ვისმენ გულისტკივილს, კონცერტზე ვერ დასწრების გამო. გადავწყვიტეთ, ვატო კახიძესთან და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, დავამატოთ ერთი კონცერტი - 29 სექტემბერს. ვითვლი დღეებს“,- აღნიშნა პიანისტმა ფეისბუქში.


 

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge