ფორსაჟმა რუსთავი მანქანების სასაფლაოდ აქცია (ვიდეო)

  • newpost.ge
  • 7 სექტემბერი 15:30

რუსთავში "ფორსაჟი 9"-ის გადაღებებისთვის უამრავი მანქანა დაამტვრიეს.

ფილმის გადაღება მესხიშვილისა და თოდრიას ქუჩებზე უკვე მე-4 დღეა მიმდინარეობს. ერთერთი მთავარი სცენის გადაღებისას, როდესაც ტრაილერის მსგავსი მძიმე ტექნიკა ქუჩაში სწრაფად გადაადგილდება, ხდება შეჯახება და უამრავი ავტომობილი ზიანდება. აღნიშნული სცენის რამდენიმე დუბლი გადაიღეს, მათ შორის ვერტმფრენითაც.


სწორედ ამიტომ გადასაღებ მოედანზე დაახლოებით 30 ერთეული სხვადასხვა მარკის ავტომობილი დაამტვრიეს. ავტომობილები გზის პირზე ზამბარას მსგავსი კონსრუქციით იყო დამაგრებული, ხოლო მძიმე ტექნიკის გამოჩენისთანავე ხდებოდა გასროლა.


 

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge