ბიჭი, რომელმაც 3 ბავშვი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა: "მშობლებს მადლობაც არ უთქვამთ"

  • სარკე
  • 5 სექტემბერი 13:27

25 წლის ბათუმელი მამუკა ხილაძე ხალხმა საოცარი ისტორიით გაიცნო. მან სამი ბავშვი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა.

„დავინახე ბავშვი ტალღებმა როგორ გაიტაცეს, დაახლოებით 14-15 წლის იქნებოდა. შეზლონგებს ვაქირავებ და იმ წუთში კლიენტები მყავდა, მაგრამ ყველაფერს თავი დავანებე, შევვარდი და გამოვიყვანე. მოვედი სამაშველო რგოლი დავდე, ცოტა ამოვისუნთქე და ამ დროს მამაჩემმა, რომელიც იქვე იყო დამიძახა მამუკა დროზე მეორე ბავშვი იხრჩობაო, არც დავფიქრებულვარ ისე გავვარდი ჩემი სამაშველო რგოლი არც წამიღია, ისე შევედი ზღვაში. ჩემთვის ამის დაძლევა რთული არ ყოფილა. ამის შემდეგ ისევ გავიგონე ხალხის ხმა ბავშვი იხრჩობაო. მესამედაც შევედი წყალში . ბავშვი გამოვიყვანე. ნაპირზე მისი მშობლები დამხვდნენ, მაგრამ მადლობაც არ უთქვამთ ჩემთვის.


წინა წელს ერთი მამაკაცი გადავარჩინე დაახლოებით 40 წლის იქნებოდა. 4 საათი ვებრძოდი ტალღებს. ბოლოს კატერით მოგვეშველენ. არ მეგონა რომ გადარჩებოდა ბოლოს ტალღამ ჩაითრია. შუა ზღვაში ვიდექი და ვცემდი, რომ გონზე მომეყვანა. საბოლოოდ ნაპირზე უვნებელი გამოვიყვანეთ“, – იხსენებს მამუკა ხილაძე ჟურნალ სარკესთან საუბრისას.

წყარო: სარკე