ათონელის რეზიდენციაში უნგრეთის პრეზიდენტის მიღების ცერემონიალი გაიმართა

  • pia.ge
  • 5 სექტემბერი 10:33

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი ათონელის რეზიდენციაში მიიღო.

მირების ცერემონიალზე ორი ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდა. სალომე ზურაბიშვილი იანოშ ადერს მიესალმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და დიპლომატები წარუდგინა. ამის შემდეგ მხარეებმა რეზიდენციის შენობაში გადაინაცვლეს. 


სალომე ზურაბიშვილსა და უნგრეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც უკვე გაფართოებული ფორმატის შეხვედრა შედგება და ორი ქვეყნის ლიდერები მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge