მამუკა ბახტაძე: 20 ივნისის ღამე არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება

  • pia.ge
  • 2 სექტემბერი 17:21

საქართველოს უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 20 ივნისს, აქციის ძალის გამოყენებით დაშლა, მისთვის დიდი ტკივილია.

ბახტაძის განმარტებით, პოლიცია შტურმს წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა და იძულებული გახდნენ, სპეციალური საშუალებები გამოეყენებინათ:


„რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს, ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება  და დარწმუნებული ვარ, გაყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. რაც შეეხება ჩემს მაშინდელ სიტყვებს, სიტუაცია იყო ძალიან ერთმნიშვნელოვანი, 7 წელია, რაც "ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში და ვფიქრობ, მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა ღირებულებებით საუბრობს ის საზოგადოებასთან. როდესაც ეს სიტყვები ვთქვი, განწყობა იყო ასეთი და განწყობა ერთი წამითაც არ შეცვლილა, მაგრამ ამავე დროს ნახეთ კადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა შტურმი საქართველოს პარლამენტის და პოლიცია ფიზიკურად ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას შტურმს, მოუწიათ ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება, სამწუხაროდ, ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


შეგახსენებთ, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა,  პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა. ამ ფაქტმა მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები საბოლოოდ ძალის გამოყენებით დაშალეს. შედეგად დაშავდნენ როგორც სამოქალაქო პირები, ასევე პოლიციელები. მათ შორის თვალი დაკარგა რამდენიმე ახალგაზრდამ.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge