ფოთი-თბილისის მატარებლის მოხატვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

  • pia.ge
  • 2 სექტემბერი 12:24

ფოთი-თბილისის მატარებლის ერთ-ერთი ვაგონი, სავარაუდოდ, წუხელ მოხატეს. 

ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 100-180 სთ-მდე ვადით, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge