"ომი არ იქნება" - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი

  • 30 აგვისტო 18:14

"საქართველო, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე ოცნებას აგრძელებს, თუმცა სააკაშვილის სასოწარკვეთილ ქმედებას ვერავინ გაიმეორებს",- ამის შესახებ ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტაევმა ბრიფინგზე განაცხადა.

"არავითარი ომი არ იქნება – საქართველო სამხრეთ ოსეთს აღარ დაესხმება თავს. ჩვენს საზღვრებს, შეთანხმების თანახმად, რუსეთის ფედერაცია იცავს, რომლის მიხედვით სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია განიხილება, როგორც რუსი სამხედროების წინააღმდეგ მიმართული ქმედება",-განაცხადა კოტაევმა.


მისი თქმით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი დაპირებებში თანმიმდევრული არ არის.


"მას შინაგანი მზაობა აქვს დააბრუნოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რადგან მისი ბაბუა "მენშევიკების" მთავრობაში მუშაობდა და ოსების გენოციდში წვლილი შეიტანა. ამასთან ის, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს. საქართველო საერთაშორისო არენაზე ძალიან არასანდო პარტნიორია",- აღნიშნა მან.