ქართველი ემიგრანტი: "თითის ტკაცუნით გვატრიალებენ!”

  • სარკე
  • 30 აგვისტო 17:21

უცხოეთში მცხოვრები სალომე ხოფერია ემიგრანტობის მძიმე ხვედრზე წერს:

,,ემიგრანტობა რთულია, მით უფრო რთულია, როდესაც გიყურებენ თითქოს შენს სამშობლოში არაფერი არსებობს! გაოცებული ვუსმენ ხოლმე, როდესაც მეკითხებიან რაიმეს საქართველოზე – ,,საქართველოში ზღვა გაქვთ?”, ,,პოლიცია არსებობს?”, ,,რას ჭამთ?”, ,,თქვენთან დაბადების დღე იციან?!”, ,,დღესასწაულებს როგორ აღნიშნავთ?”, ,,დაბადების დღეზე სანთელს აქრობთ?..”.


ისე მიყურებდნენ როგორც უცოდინარს, ვისაც არ უნახავს არაფერი და არ იცის არაფერი, უბრალოდ სასაცილოა, ასეთი ისტორიის მქონე ერი აი, ასეთ ხალხთან მოსამსახურედ რომ ვმუშაობთ!!! აღარ ვარგივართ არაფრად, ჩვენს მოხუცებს უპატრონოდ ვტოვებთ, ისინი ხომ ფულს არ გვიხდიან ამაში, აბა, რა, რატომ უნდა მივხედოთ. ვაი, ჩვენს თავს. სამაგიეროდ ესენი გვიხდიან ფულს და თან თითის ტკაცუნით გვატრიალებენ!


ჩვენი მოხუცები სამაგიეროდ დიდ სიყვარულს გვჩუქნიან და გვლოცავენ, ჩემთვის ეს სრულიად საკმარისია. ჩემი ბებო მენატრება, თვალცრემლიანი რომ მიყურებს კამერაში და ეკრანიდან მეფერება. ჩემი მიწა ჩემი საქართველო დაიფარე, უფალო, არსად მეგულება სხვა შენზე ტკბილი, სამშობლოვ.


ყველა ემიგრანტს გისურვებთ მშვიდობას ჯანმრთელობას და გამძლეობას. დაეფასებინოთ თქვენი შრომა თქვენს ოჯახებს და მალე დაბრუნებულიყავით შინ მშვიდობით ისე, თქვენს გულს რომ გაუხარდება”.

წყარო: სარკე