ავრაია აღმაშენებლის ხეივანში - მიკროავტობუსი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა

  • 30 აგვისტო 15:18

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მოტოციკლი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.