როგორ დაჭრეს ბავშვი პეკინზე - ვიდეომასალა

  • newpost.ge
  • 27 აგვისტო 23:27

სათვალტავლო კამერებმა შემთხვევა აღბეჭდა. ინტერნეტში კადრები ვრცელდება

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და ის ადგილიდან მიიმალა.


ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი უკვე მივიდა და მცირეწლოვანი კლინიკაში გადაყავს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.


როგორც შსს-ში "პირველს" განუცხადეს ბავშვის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება და ის კლინიკაშია გადაყვანილი. 


სრული ვერსიის ნახვა newpost.ge