"გადავრჩი! 10 საათი ვერ ვფხიზლდებოდი, კლინიკაში ჩემნაირად 16 პაციენტი იყო"

  • სარკე
  • 27 აგვისტო 15:36

ბოლო დროს ალკოჰოლის ინტოქსიკაციით ძალიან ბევრი ადამიანი მოიწამლა, სამწუხაროდ, რამდენიმეს გადარჩენა ვერ მოხრხდა, მათ შორის ვერც 22 წლის ანრი ვარშანიძის.

ის ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდა და. გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლით ინტოქსიკაცია გახდა. 12 საათი იყო ხელოვნურ სუნთქვაზე, მაგრამ ექიმებმა ვერაფერი უშველეს.


რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში რუსკა მჭედლიძემ დაწერა, რომ ისიც ალკოჰოლით მოიწამლა და სიკვდილს გადაურჩა.


"მართლა გადავრჩი! ჩემს ცხოვრებაში არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ მიმიღია, არც 19 აგვისტოს გამთენიისას, როცა გონება დავკრგე და არაფერი არ მახსოვს, მწვავე ინტოქსიკაციით soho-დან მოვხვდი საავადმყოფოში, 04:40-დან 15:30 საათამდე, 10 საათი ვერ ვფხიზლდებოდი და 2 ჭიქა ტეკილა მქონდა მხოლოდ დალეული…


ჩემნაირად 16 პაციენტი იყო რესპუბლიკურში, სხვა საავადმყოფოებშიც იყვნენ გადაყვანილები, მე არ ვიცი, რას დავაბრალო, ის ვიცი, რომ არც ერთ კლუბში, არაფერს აღარ დავლევ არასდროს".

წყარო: სარკე