"თუ მოხიბვლის ხელოვნებას ვისწავლით ისე, რომ ბუნებრივობასაც შევინარჩუნებთ, ყველაფერი კარგად გაგრძელდება"

  • თბილისელები
  • 27 აგვისტო 15:23

ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევა ხდება ხოლმე, როდესაც ახალგაცნობილი ადამიანი მოგვეწონება. მაგრამ, თუ ვისწავლით ფლირტს – მოხიბვლის ხელოვნებას ისე, რომ ბუნებრივობასაც შევინარჩუნებთ, ყველაფერი კარგად გაგრძელდება.

 

* კონტაქტი თვალებით – თვალებით კონტაქტი, რომელიც ჩვეულებრივზე მეტ ხანს გრძელდება, საკმაოდ ძლიერი იარაღია. თვალებში ყურებისას შეგიძლიათ, მომავალ პარტნიორში იპოვოთ მტკიცებულება იმის გასაგებად, მოსწონხართ თუ არა მას. მაგალითად, თუ მას თვალის გუგები გაუფართოვდა, ეს იმის ნიშანია, რომ მოსწონხართ;


* ფერის მაგია – ფერს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. კაშკაშა წითელ ფერში ყოველთვის კონკრეტული „მესიჯია“ ჩადებული. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, წითლის „მიმზიდველობა“ შესაძლოა, ინსტინქტებზე იყოს დამყარებული, რადგან წითლებში ჩაცმული ქალი მამაკაცისთვის უფრო „გახსნილია“;


* იუმორის გრძნობა – იუმორი მშვენიერი ფაქტორია იმის გადასაწყვეტად, მოგვწონს თუ არა ადამიანი. კარგი იუმორის უნარი ნიშნავს იმას, რომ პიროვნებას შეუძლია სწრაფად ფიქრი და ამასთან, კრეატიულია. გონებამახვილური ხუმრობის წყალობით მოახერხებთ, იმაზე ადვილად და ორიგინალურად შეუთანხმდეთ პარტნიორს პაემანზე, ვიდრე ამას ტრადიციული ხერხით გააკეთებდით;


* ცოტა თამაში გამართლებულია – ძველი ხერხია, მაგრამ ნამდვილად ამართლებს. მაგალითად, დადგენილია, რომ მაშინ უფრო მოგვწონს ადამიანი, როცა დარწმუნებულები არ ვართ მის გრძნობაში ჩვენ მიმართ. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა პიროვნება ინდივიდუალურია. უკარებას თამაში ზედმეტია, თუ უკვე დარწმუნებული ხართ პარტნიორის გრძნობებში;


* ღიმილის მაგია – ღიმილი მხოლოდ მეგობრულობისა და კეთილგანწყობის ნიშანი არ არის. კვლევებით დადგინდა, რომ მამაკაცებს მოღიმარი ქალები უფრო იზიდავთ, ვიდრე ამაყები. შეიძლება, იმიტომ, რომ ღიმილი დედობრივ სითბოსთანაა ასოცირებული. თუმცა, როცა საქმე ქალებს ეხება, მათ სერიოზული, ამაყი, ჩაფიქრებული მამაკაცები უფრო იზიდავთ, ვიდრე მოღიმარი.


* წარმატების გასაღები – თავდაჯერებულობა წარმატების გასაღებია. ვინც იღიმის და თავდაჯერებულად იქცევა, უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ თავდაჯერებული მამაკაცი დომინანტის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც ქალების უმრავლესობას მოსწონს.


P.S. მიმზიდველობის 55 პროცენტი სხეულის ენაზეა დამოკიდებული. ამიტომ, იმუშავეთ საკუთარ თავზე, დახვეწეთ მიმიკები. მნიშვნელოვანია, თავად მოგწონდეთ საკუთარი თავი. ლაპარაკის მანერა ფლირტის დროს იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიქრობთ. კაცებს ის ქალები უფრო იზიდავთ, ვინც ხმის ტემბრსა და ტონს ხშირად იცვლის. ისინი, ვინც მონოტონურად საუბრობენ, კაცებში ინტერესს ნაკლებად აღძრავენ.

წყარო: თბილისელები