რა ხდება მეჭეჭების გაჩენის მიზეზი?

  • თბილისელები
  • 26 აგვისტო 18:51

მეჭეჭები კანის დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს კეთილთვისებიანი წარმონაქმნები. მეჭეჭები ჩვეულებრივ ლოკალიზდებიან სახეზე და ხელებზე, მაგრამ ისინი შეიძლება გაჩნდეს ასევე ნებისმიერ ადგილას.

ბავშვებს უფრო ხშირად უჩნდებათ მეჭეჭები, ვიდრე უფროსებს. რიგ შემთხვევებში მეჭეჭები ჩნდება დაბადებიდან (გადადის მშობიარობის მომენტში).


გამოიყოფა მეჭეჭების შემდეგი სახეობები:


* ჩვეულებრივი მეჭეჭები;


* პლანტარული მეჭეჭები (ფეხის მეჭეჭები);


* ბრტყელი მეჭეჭები (სახის, ხელის მეჭეჭები);


* გენიტალური მეჭეჭები (გადადის სქესობრივი გზით);


* სენილური მეჭეჭები.


მეჭეჭების გაჩენის მიზეზი ხდება ადამიანის პაპილომას ვირუსი, რომელიც გადაედება დაავადებულ ადამიანთან კონტაქტისას ან საერთო ნივთების ქონის შემთხვევაში.


მეჭეჭების გაჩენაზე მოქმედი ფაქტორები:


* კანის საფარის მიკროტრავმები;


* ჭარბი ოფლის გამოყოფა;


* დაბალი იმუნიტეტი;


* მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან ურთიერთობა;


* ხშირი სტრესი.


დაავადების სიმპტომებია:


* რამდენიმე მილიმეტრიანი უხეში ამოზნექილი წარმონაქმნები კანზე;


* ქავილი წარმონაქმნზე;


* ტკივილი და კანის დაჭიმულობა;


* დაზიანების შემთხვევაში მეჭეჭიდან იწყება ჭარბი სისხლდენა.


რიგ შემთხვევებში მეჭეჭებს აქვს კანის სხვა დაავადებების სიმპტომები, ამიტომ მათი გარჩევა მაზოლებისგან ზოგჯერ რთულია.


არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თვითმკურნალობა. მეჭეჭის მოკვეთა, გაჭრა ან მოწვა მხოლოდ გაართულებს პროცესს და მიგიყვანთ ახალი მეჭეჭების გაჩენამდე.


თუ დროულად არ დაიწყება მეჭეჭების მკურნალობა, შეიძლება, მივიდეთ ავთვისებიანი წარმონაქმნების


გაჩენამდე, როგორიცაა:


* კანის კიბო;


* სასქესო ორგანოების კიბო.


არსებობს მკურნალობის რამდენიმე მეთოდი:


* ლაზერული მოშორება;


* კრიოდესტრუქცია;


* ელექტროკოაგულაცია;


* ქირურგიული მოშორება;


* ქიმიური ნივთიერებით მოშორება.


მკურნალობა მიმდინარეობს ადგილობრივი პრეპარატების მიღების თანხლებით.
ზოგიერთი ტიპის მეჭეჭი 12-18 თვის შემდეგ შეიძლება, თავისთავად გაქრეს.
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია:


* იმუნიტეტის გაძლიერება;


* ფიზიკური ვარჯიშების შესრულება;


* საკვებში ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება;


* მჭიდრო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე უარის თქმა.

წყარო: თბილისელები