გუდიაშვილის ცხრა პარასკევი - სახალისო ამბავი

  • თბილისელები
  • 26 აგვისტო 13:38

ლადო გუდიაშვილს ერთ-ერთი ილუსტრირებული ჟურნალისთვის ჩანახატები უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ამისთვის ვერ იცლიდა. ერთხელ მას ამ ჟურნალის რედაქტორი შეხვდა და უთხრა:

– არ გრცხვენიათ, ასეთი დიდი ადამიანი ხართ და იტყუებითო.


– დიდი ადამიანი რით ვარო, – ჰკითხა გუდიაშვილმა.


– თქვენ საქართველოსთვის იგივე ხართ, როგორც რობინზონ კრუზო, რომელიც უკაცრიელ კუნძულზე მოხვდა, ეს კუნძული მოაწყო და გაალამაზაო (რედაქტორი გუდიაშვილის მხატვრობას გულისხმობდა).
დიდი მხატვარი ცოტა ხნით დაფიქრდა და ჟურნალის რედაქტორს მიუგო:


– ვერ დაგეთანხმებით, რომ რობინზონ კრუზო ვარ, მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი პარასკევა ჰყავდა, მე კი დღეში ცხრა პარასკევი მაქვსო.

წყარო: თბილისელები