რას აკვირდება მამაკაცი ქალთან პირველად შეხვედრისას?

  • თბილისელები
  • 26 აგვისტო 12:00

გაინტერესებთ, როგორ უნდა გახდეთ მომხიბვლელი და მამაკაცისთვის სასურველი? მაშინ ეს რჩევები თქვენთვისაა. პირველი შეხვედრის დროს მამაკაცი აუცილებლად აკვირდება ქალის გარეგნობას.

ანუ, მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურებით. მაგრამ შემდეგ ეტაპზე ურთიერთობის გასაგრძელებლად კაცს აუცილებლად სჭირდება რაღაც კავშირი ქალთან, რაც ურთიერთობას უფრო სასიამოვნოს გახდის.
აი, იმ თვისებების ჩამონათვალი, რომლებიც იზიდავთ მამაკაცებს:


* პატივისცემა და გაგება – რას ნიშნავს ეს: მამაკაცს ყოველთვის ბოლომდე უნდა მოუსმინოთ და არასდროს გააქილიკოთ მისი ნათქვამი, არც უნდა შეაწყვეტინოთ საუბარი. უნდა იგრძნოს, რომ პატივს სცემთ და მისი ყველაფერი გესმით. ასევე, უნდა იზიარებდეთ მის შეხედულებებს;


* თანადგომა და რწმენა – მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, მამაკაცი ძლიერი სქესის წარმომადგენელიაო, მას ყოველთვის სჭირდება თანადგომა, პარტნიორის, ქალის მხრიდან. ასევე, იმის შეგრძნება, რომ გვერდით მყოფ ქალს სჯერა მისი ნებისმიერი წამოწყების და გვერდით უდგას. გააკრიტიკეთ სამართლიანად, მაგრამ ყოველთვის ხელი შეუწყვეთ მისი საქმიანობის წინსვლას;


* აღფრთოვანება – კაცისთვის უბრალო კომპლიმენტები არაფერია. აუცილებელია, აღფრთოვანდეთ მისი ჭკუით, მოხერხებულობით, ქარიზმით, ნიჭიერებით, თავდაჯერებულობით და მამაკაცურობით. მამაკაცისთვის ეს არის ყურადღების გამოხატვის ფორმა და არა უსასრულოდ ბევრი მესიჯის გაგზავნა. კაცისთვის მნიშვნელოვანია შინ დაბრუნებულს მოალერსე, საყვარელი ქალი დახვდეს, მშვიდი გარემო და გუნდურობის განცდა;


გახსოვდეთ: თქვენი „მადლობა“ და „დიდხანს და ბედნიერად ერთად ცხოვრება” ერთმანეთის პირდაპირპროპორციულია.


აუცილებელი არ არის, ცოლ-ქმარს ან, თუნდაც, პარტნიორებს ყველაფერზე ერთნაირი შეხედულება ჰქონდეთ. მაგრამ უნდა იზიარებდნენ ერთმანეთის აზრებს და იყვნენ კარგი მეგობრები.

წყარო: თბილისელები